ვოლნათი არის საგანმანათლებლო ორგანიზაცია, რომლის მიზანია დანერგოს უწყვეტი განვითარების მოტივაცია და კულტურა ორგანიზაციებში.
ჩვენ ვაძლიერებთ ორგანიზაციებსა და მოქმედ პროფესიონალებს საერთაშორისო სტანდარტების საგანმანათლებლო პროგრამებით – ტრენინგებით, კურსებითა და ვორქშოპებით.
ვოლნათის მისიაა გააძლიეროს ორგანიზაციები კორპორატიული სასწავლო პროგრამებით, რომლებიც იქმნება ინდივიდუალურად, უნიკალური გამოწვევებისა და მიზნების გათვალისწინებით.
________________________________
ვოლნათი მიზნად ისახავს ორგანიზაციებში უწყვეტი სწავლის, ადაპტაციისა და განვითარების კულტურის დანერგვას.
ჩვენი ბიზნეს მოდელი ორიენტირებულია სასწავლო პროგრამების მიწოდებაზე, რომელიც უზრუნველყოფს ორგანიზაციების გრძელვადიან მდგრადობასა და ბიზნესის შედეგების გაუმჯობესებას.
სწავლების სტრატეგიების ფორმირებისთვის აუცილებელი ტრენინგის საჭიროებების შეფასება, რათა გუნდმა შეძლოს იმ სასწავლო პროგრამებზე ფოკუსირება, რომლებიც ყველაზე ეფექტიანია ორგანიზაციისთვის.
შერჩევა ხდება იმგვარად, რომ სასწავლო პროგრამა თანხვედრაში იყოს ორგანიზაციის ფართო მიზნებთან და სტრატეგიულ მიმართულებებთან.
სასწავლო პროგრამების დასრულების შემდეგ, ვოლნათი გასცემს ტრენერის რეკომენდაციებს გუნდის პერფორმანსის გაუმჯობესებისთვის, რაც ეხმარება ორგანიზაციებს დასახონ ახალი მიზნები და განვითარების გეგმა.
ჩვენი მისიაა გავაძლიეროთ ორგანიზაციები კორპორატიული სასწავლო პროგრამებით, რომლებიც ინდივიდუალურად მიმართულია თითოეული ორგანიზაციის უნიკალურ გამოწვევებსა და მიზნებზე.