თქვენ ფიქრობთ, რომ დაგვიანების შემთხვევაში შეიძლება არაპროფესიონალად გამოჩნდეთ ასე, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში მიდიხართ ადრე. ერთადერთი თანამშრომლები, რომლებიც მისვლას გასწრებენ მეეზოვეები არიან.
თქვენ ძალიან ხშირად ვარდებით პანიკაში იმიტომ, რომ არ იცით რა სად მდებარეობს ან როგორ უნდა მიაგნოთ ამა თუ იმ ოთახს აქედან გამომდინარე თქვენ ცდილობთ დაიმახსოვროთ ყველა კუთხის ყველა დეტალი იმისთვის რომ არ დაიკარგოთ (თუმცა ეს ძალიან რთულია). დღევანდელ დღეს საკმაოდ კარგი მიგნებაა სადაც გაივლით ჩიფსის ან კრეკერის კვალი დატოვოთ.
საკუთარი თავის წარდგენა ძალიან ცუდი ტონია. მაშინ, როდესაც არავის ადარდებს, ან არავინ აინტერესებს ზედმეტი ინფორმაცია. ისინი მხოლოდ თქვენს სახელს დაიმახსოვრებენ. ასევე, ეს სირთულეს წარმოადგენს მათთვის იმიტომ, რომ მათ შეიძლება არასწორად დაიმახსოვრონ სხვადასხვა დეტალი.
ძალიან უხერხული მომენტია, როდესაც თქვენი კოლეგები სახელებს გეუბნებიან და გეცნობიან თქვენ კი ეს სახელები 0,5 წამში გავიწყდებათ. ყველა ჯერზე, როდესაც თქვენ გინდათ პირადად მათ შეკითხვა დაუსვათ, იყენებთ სხვადასხვა ხრიკებს მაგ: ჩაახველებთ, ან მისალმებისთანავე კითხვაზე გადახვალთ
ეს ის შემთხვევაა როდესაც თქვენი უფროსი გაძლევთ დავალებას, თუმცა თქვენ აზრზე არ ხართ რა უნდა გააკეთოთ. მართალია მას აჩვენებთ თითქოს ყველაფერს იგებთ მაგრამ შინაგანად უკვე წარუმატებლობის სუნი გცემთ.
სადილი ისეთვე საშინელია, როგორც სკოლაში. თქვენ უბრალოდ დგახართ ლანგრით ხელში იმ იმედით, რომ ვიღაც შემოგთავაზებთ მათ მაგიდასთან დაჯდომას, თუმცა ამავდროულად ცდილობთ დიდად ფეხებში არ მოებლანდოთ არავის. (ნამდვილად რთული სურათია)
ძალიან უხერხულია, როდესაც თქვენ ასრულებთ სამუშაო დღეს თუმცა არ იცით როგორ უნდა გააკეთოთ ესა თუ ის ის საქმე, თუმცა იქმნით იმიჯს, რომ ყველაფერი გაიგეთ და არანაირ სირთულეს არ გადააწყდებით.
საბოლოოდ გაათავისუფლეთ თქვენი თავი ბუნებრივი მოთხოვნილებებისგან (ფსიქოლოგიურად). მხოლოდ იმიტომ რომ გერიდებათ კითხვა სად არის საჭირო ოთახი. ასევე, გსურთ თავიდან აიცილოთ მორიგი დაკარგვა.
მას შემდეგ რაც საბოლოოდ გაუმკლავდით ამდენ სირთულეს, შეეგუეთ გარემოს, გაიცანით ამდენი ადამიანი თამამად შეგიძლიათ თავაწეული წახვიდეთ სახლში და დაისვენოთ.