fbpx

  ცხოვრება მოგზაურობაა, მწვერვალებსა და ხეობებში, მთებზე ასასვლელად და ოკეანეების საძიებლად. Კარგ დროს ცუდი დრო მოსდევს. Ბედნიერ პერიოდს კი სამწუხარო. მაგრამ ყოველთვის, ცხოვრება წინსვლაა.  არ აქვს მნიშვნელობა მოგზაურობის რა ნაწილში ხარ, გარკვეულწილად, შენ აგრძელებ გზას – და ეს არის ის, რაც ცხოვრებას არაჩვეულებრივს ხდის.

   ერთ დღეს, შენ გაეჭვებს ის, რა გაგრძნობინებს დედამიწაზე თავს ბედნიერად და სრულყოფილად. Შემდეგ კი, შენ თავს მშვენივრად გრძნობ, ხარ ანთებული და წერ ყველაზე მნიშვნელოვან წიგნს მთელი შენი კარიერის მანძილზე. 
  ის, რასაც არავინ არასდროს გეუბნება, როცა თვალებგაფართოებული პატარა ბავშვი ხარ, ის “წვრილმანები” რაც ასაკთან ერთად მოდის.

1. ბევრს ეშინია გამოიყენოს ფანტაზია

მათ დაკარგეს კავშირი შინაგან სამყაროსთან

ისინი აღარ გრძნობენ თავს “შემოქმედებითად”

მათ უბრალოდ მოსწონთ ყველაფერი როგორც არის

2. შენი ოცნება არავის აღელვებს

ზოგიერთი შესაძლოა დაინტერესდეს, ზოგმაც მხარი დაგიჭიროს ძიების პროცესში, თუმცა დღის ბოლოს აღარავის აინტერესებს და არც არასოდეს დააინტერესებს შენი ოცნება ისე, როგორც შენ.

3. მეგობრები ყოველთვის დაკავშირებულნი არიან შენი ცხოვრების გარკვეულ ეტაპთან

მეგობრების უმრავლესობა მხოლოდ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რჩება – ჩვეულებრივ, შენი ამჟამინდელი ინტერესების გათვალისწინებით. როცა იცვლება ინტერესები ან პრიორიტეტები, იცვლებიან მეგობრებიც.

4. შენი პოტენციალი იზრდება ასაკთან ერთად.

ასაკის მატებასთან ერთად, ადამიანები ფიქრობენ, რომ მათ უფრო ნაკლებად შეუძლიათ საქმის კეთება, როცა სინამდვილეში მათ მეტი შესაძლებლობა უნდა ჰქონდეთ ამისთვის, ვინაიდან მეტი დრო ჰქონდათ სწავლისა და განვითარებისთვის.

5. სპონტანურობა = შემოქმედებითობას

თუ ყოველდღიურად მიჰყვები ერთსა და იმავე რუტინას, შენ არ უტოვებ საკუთარ თავს მომენტს    მოულოდნელი აღმოჩენებისთვის. გახსოვს, როგორი სპონტანური იყავი ბავშვობაში? ნებისმიერ წამს შესაძლოა რაღაც მოხდეს!

6. შენ ივიწყებ “შეხების” მნიშვნელობას

ბოლოს როდის ითამაშე წვიმაში?

ისევ გააკეთე ეს, თავს უფრო ახლოს იგრძნობ ცხოვრების თამაშთან.

7. ადამიანთა უმრავლესობა არ აკეთებს იმას, რაც უყვარს

ეს სიმართლეა.

“მასა” – ეს არ არიან ისინი, ვინც საოცნებო ცხოვრებით ცხოვრობენ. და მიზეზი არის ის, რომ მათ არ იბრძოლეს საკმარისად, არ გააკეთეს ეს საკუთარი თავისთვის. დროთა განმავლობაში, როცა ირგვლივ მიმოიხედავ, მარტივად დაიჯერებ, რომ შენც იგივე გელოდება.

ნუ გაებმები მახეში!

8. ბევრი, სწავლის დასრულების შემდეგ კითხვას წყვეტს

ჰკითხე ნებისმიერს შენ გარშემო, რა წიგნი წაიკითხა ბოლოს და ნახავ, უმრავლესობა გიპასუხებს: “ დიდი ხანია წიგნი აღარ წამიკითხავს”

9. ხალხი უფრო მეტს ლაპარაკობს ვიდრე უსმენს

არაფერია იმაზე სასაცილო, ვიდრე ორი ადამიანის საუბრის მოსმენა, რომლებიც “ერთმანეთთან” საუბრის ნაცვლად, ელოდებიან როდის დაასრულებს თანამოსაუბრე, რომ შეძლონ ამბის თავიდან დაწყება.

10. შემოქმედებითობა პრაქციკას მოითხოვს

სახალისოა, როგორც საზოგადოება, როგორ ძლიან ვაფასებთ შემოქმედებას და ამავდროულად ყველაფერს ვაკეთებთ, რომ შევზღუდოთ და ვაკონტროლოთ შემოქმედებითი თვითგამოხატვა, თუ მას რაიმე მოგება არ მოაქვს. თუ გსურს შეინარჩუნო შემოქმედებითი კუნთები აქტიურ ფაზაში, უნდა იმუშავო საკუთარ თავზე.

11. ”წარმატება” – შეფარდებითია

ბავშვობიდან გვასწავლიდნენ წარმატებისკენ სწრაფვას. რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? წარმატება ერთი ადამიანისთვის, შესაძლოა, საპირისპიროს ნიშნავდეს სხვისთვის.

განსაზღვრე – რა არის შენთვის წარმატება?

12. შენ არ შეგიძლია მშობლების შეცვლა

ისინი არიან ისეთები, როგორებიც არიან.

ისინი ყველაფერში არ იზიარებენ ჩვენს პოზიციას, ყველაფერში არ გვეთანხმებიან, თუმცა რაღაც მომენტში ამას აღარ ვანიჭებთ დიდ მნიშვნელობას. უბრალოდ გიყვარდეს ისინი, იმისთვის რომ სიცოცხლე გაჩუქეს, იმისთვის რომ არიან.

13. ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დილით უნდა შეხვდე – შენ ხარ

როცა ახალგაზრდა ხარ, გგონია მთელ სამყაროს უნდა ახარებდე. არა! აკეთე ის, რაც შენ მოგგვრის სიხარულს,  შენ მოგიტანს ბედნიერებას, თავად შექმენი ისეთი გარემო, რომელშიც გსურს ცხოვრება.

14. არაფერი გაგრძნობინებს თავს ისე კარგად, ვიდრე გულით გაკეთებული საქმე

არანაირი ფული, მიღწევა თუ აღიარება არ შეგიცვლის გულწრფელი სიყვარულით გაკეთებულს.

მიჰყევი საკუთარ გულისთქმას.

15. შენი პოტენციალი პირდაპირ კავშირშია იმასთან, თუ რამდენად კარგად იცნობ საკუთარ თავს

ის, ვინც იცნობს საკუთარ შესაძლებლობებს და იყენებს  თავის ძლიერ მხარეებს, აღწევს დასახულ მიზანს.

ის, ვინც გაურბის საკუთარი თავის შეცნობას, უბრალოდ მიჰყვება დინებას. მას არ აქვთ შესაძლებლობა თავად შექმნას საკუთარი მომავალი.

16. ყველა, ვისაც შენში ეჭვი ეპარება, დაბრუნდება

ის ბავშვი, რომელიც ბავშვობაში დაგცინოდა, შენთან მოვა სამსახურის სათხოვნელად.

ის, ვისაც შენთან შეხვედრა არ სურდა, თავად დაგირეკავს, როცა შენს მიღწევებს დაინახავს.

ეს ყოველთვის ასე ხდება.

უბრალოდ, მოახდინე  კონცენტრაცია საკუთარ თავზე, იყავი იმის ერთგული, რისიც გჯერა, საბოლოოდ ყველა, ვისაც შენში ეჭვი ეპარებოდა მოვა დახმარების სათხოვნელად.

17. შენ ხარ იმ 5 ადმაიანის ანარეკლი, რომელთანაც ყველაზე მეტ დროს ატარებ

საკუთარ თავს არავინ ქმნის თავისით.

ყველანი სარკისებური გამოსახულებები ვართ, იმ ანარეკლებით შექმნილები, რომლებსაც სხვა ადამიანებში ვხედავთ. იმუშავე იმაზე, რომ შენი გარშემომყოფები იყვნენ ისინი, ვისაც გსურს ემსგავსებოდეთ.

18. რწმენა შენს მისწრაფებებთან არის დაკავშირებული

სადაც არ უნდა იმყოფებოდე ცხოვრებაში, შენი რწმენის ფორმირებას განაპირობებს ის, თუ ვინ არის შენ გარშემო და რა მისწრაფებები გაქვს კონკრეტულ მომენტში.

19. ყველაფერში  შესაძლოა იყოს ნაკლოვანება

ფრთხილად იყავი!

არ არსებობს “სწორი” და “არასწორი”

ისევ და ისევ, ვიღაცისთვის სირთულის გადალახვის მექნიზმი, შესაძლოა, სხვისთვის კვირა დღეს განტვირთვის საშუალებას წარმოადგენდეს.

20. შენი მიზანია – იყო “შენ”

რა არის ცხოვრების აზრი? იყო შენ, ყველგან, ყოველთვის, ყველაფერში, რასაც აკეთებ – რასაც არ უნდა ნიშნვადეს ეს შენთვის. შენ თავად ხარ საკუთარი თავის შემოქმედების ნიმუში,

ვითარდები და აცნობიერებ, რომ შენ ხარ მოქანდაკეც და ქანდაკებაც, მხატვარიც და პორტრეტიც.

დახატე საკუთარი თავი ისე, როგორც შენ გინდა!

წყარო:  Medium

 

უფასო კონსულტაცია

შეავსე ფორმა

თქვენი ინფორმაცია
შემდეგი