„სადაც არ უნდა იყო, დარწმუნდი, რომ ნამდვილად იქ ხარ“- დენ სულივანი.
თუ შენ საშუალო სტატისტიკური ადამიანი ხარ, თქვენი სამუშაო დღე გაცილებით ნელია, თქვენ არ ხართ ეფექტური და კონცენტრირებული, თქვენ მუდმივად გეფანთტებათ გონება და იყენებთ სოციალურ მედიას ან სხვა საშუალებებს მუშაობის დროს.
უმეტესი ადამიანი „ სამუშაო დროს“ არ იყენებს ეფექტურად. მუშაობის პროცესში ისინი მოქმედებენ აუჩქარებლად და მშვიდად. რათა მათ ამ სამუშაოს შესრულებისთის დრო არ აქვთ შეზღუდული.
თუმცა, როდესაც ხარ შედეგზე ორიენტირებული, შენ გირჩევნია „იყო დაკავებული“, შენ 100% -ით ხარ ჩართული საქმეში. თუ შენ გეგმავ მუშაობას, შენ აუცილებლად მუშაობ ამ პერიოდის განმავლობაში. მაგალითად: თუ შენ გსურს რომ მიაღწიო საუეკეთესო შედეგს ვარჯიშისას ,მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მოკლე მაგრამ ინტენსიური ვარჯიში უფრო ეფექტურია ვიდრე ხანგრძლივი და დროში გაწელილი.
კონცეფცია მარტივია: ინტენსიურ ვარჯიშს მოჰყვება კარგი დასვენება და ენერგიების აღდგენა. მაგრამ მხოლოდ ერთი გზა არსებობს, რომ მარტივად აღვიდგინოთ ენერგია, ეს ენერგიის სრულად დახარჯვას გულიხსმობს ვარჯიშის დროს.
მსგავში კონცეფცია მოქმდებეს სამუშაოს შესრულების დროსაც. საუკეთესო სამუშაო სრულდება მოკლე მაგრამ ინტერნსიურად დატვირთულ პერიოდში. მოკლე პერიოდს ვგულისხმობ 1-3 საათს. მაგრამ ეს ძირითადად მოიცავს ინტენსიურ მუშაობას, როდესაც გონება კონცენტრირებულია და შენ შეუჩერებლივ საქმეზე ორიენტირებულად მუშაობს.
საუკეთესო შედეგისთვის:
დახარჯე 20% შენი ენერგიის შენს სამუშაოზე და 80% შენი ენერგიების აღდგენასა და პირად განვითარებაზე. ენერგიების აღდგენა შენი პიროვნული თუ პროფესიული წინსვლის საწინდარია. თუ შენ პატივისცემით ეპყრობი შენს გონებრივ შესაძლებლობებს, შენი მუშაობის შესრულების ხარისხი გაცილებით მაღალია. ფსიქოლოგები ამ მიდგომას უწოდებენ „მიზანმიმართულ პრაქტიკას“, რაც არ ნიშნავს უფრო მეტი სამუშაოს შესრულებას, არამედ ნიშნავს იყო შედეგზე ორიენტირებული, სტრატეგიული და ბიზნესზე ფოკუსირებული.
ერთ-ერთ კვლევაში, გამოკითხულთა მხოლოდ 16% აღნიშნავდა, რომ კრეატიულები იყვნენ სამუშაოს შესრულების პროცესში. დანარჩენს კი კრეატიული იდეები უჩნდებოათ სამუშაო გარემოს გარეთ, როდესაც იყვნენ სახლში, ან მგზავრობნენ ტრანსპორტში, სეირნობდნენ ქუჩაში და სხვა. სამსუნგის ვიცე პრეზიდენტი სკოტ ბინრჰაუმი ამბობს, რომ „ ყველაზე კრეატიული იდეები არასდროს არ მოდის მონიტორის წინ.“ ამის მიზეზი ძალიან მარტივად ასახსნელია, როდესაც შენ მუშაობ მნიშვნელოვან დავალებაზე, შენი გონება ორიენტირებულია პრობლემის გადაჭრაზე, ხოლო როდესაც შენ არ მუშაობ და გონება თავისუფალია, მას ეძლევა თავისუფლად ფიქრის საშუალება, რაც იწვევს სხვადასხვა საინტერესო იდეების წარმოშობას.
მნიშვნელოვანია გონების განტვირთვა, მაგალითად სეირნობის ან მანქანის ტარების დროს გარე ფაქტორები როგორიცაა შენონები ან ბუნება ქვეცნობიერად წარმართავს მეხსიერებას და ფიქრებს. შენი გონება დახეტიალობს აწმყოში, წარსულსა თუ მომავალში , ამ დროს ტვინში წარმოიშობა განსხვავებული დასკვნები და თეორიები, რაც გადაჭრის გაცილებით უფრო სწრაფად შენს პრობლემას/ამოცანას. ( ევრიკა)
კრეატიულობა, ზოგადად ურთიერთკავშირის დამყარებაა ტვინის სხვადასხვა ნაწილებთან. იდეა და ინსპირაცია კი არის პროცესი რომლის სრულყოფა თქვენ თავად შეგიძლიათ.
მაგალითად: როდესაც მუშაობის პროცესში ხარ სამსახურზე ორიენტირებული, ხოლო როდესაც არ ხარ მუშაობის პროცესში, საერთოდ აღარ იფიქრო სამსახურზე, შეწყვიტე მუშაობა, დაიწყე ენერგიის აღდგენა და ეს დაგეხმარება გახდე უფრო კრეატიული.
ფსიქოლოგის, რონ ფრიდმანის აზრით, დღის პირველი სამი საათი არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაქიმალური პროდუქტიულობის შექმნისთვის.
„ჩვეულებრივ, ჩვენ გვაქვს სამ საათიანი ფანჯარა, როდესაც ჩვენ ვართ ინტენსიურად ორიენტირებულები სამუშაო პროცესზე. ამ პერიოდში ჩვენ შეგვიძლია დიდი წვლილი შევიტანოთ ჩვენი დღის დაგეგმვის, აზროვნებისა და კარგად საუბრის თვალსაზრისით“
დავიწყოთ ძილით! კვლევები ადასტურებს, რომ ტვინის პრეფრონტალური ქერქის ნაწილი არის ყველაზე აქტიური და მზად კრეატივისთვის გაღვიძებისთანავე. ქვეცნობიერი ძილის დროს მუშაობდა, ამიტომაც გაღვიძებისთანავე გონება მზად არის აქტიური მუშაობისთვის. ანუ შენი ტვინი მობილიზებულია დილით გაღვიძებისთანავე და ასევე შენი ენერგიის დონეც ყველაზე მაღალია ამ დროს. შესაბამისად, საუკეთესო დრო, სამუშაოს ეფექტური შესრულებისთვის არის პირველი სამი საათი გაღვიძებისთანავე.
დაიცავი შენი დილა
ეს განრიგი არ არის ყველასათვის მისაღები. ჩვენ ყველას განსხვავებული ცხოვრების სტილი და ცხოვრებისეული გარემოებები გვაქვს, მაგრამ თუ თვლი, რომ დილაობით გაცილებით უფრო პროდუქტიული ხარ მაშინ აუცილებლად უნდა გამონახო გზა თუ როგორ გაიღვიძო რამოდენიმე საათით ადრე ვიდრე იღვიძებ ჩვეულებრივ. ან საჭირო იქნება უფრო მეტად ორიენტირებული გახდე შენს სამსახურში მისვლისთანავე. საერთო სტრატეგია ცნობილია როგორც „90-90-1“ წესი, როდესაც შენ პირველ 90 წუთს სამსახურში ყოფნისა გამოყოფ #1 პრიორიტეტზე. მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს არ იქნება არც იმეილის ან/და სოციალური მედიის შემოწმება.
ყველა სიტუაციაში, დაიცავი შენი დილა!
უდიდესი შეცდომაა დილიდანვე შეხვედრის ჩანიშვნა. არაფერი არ შეიძლება იყოს ისე ცუდი შედეგიანობისა და კრეატიულობისვთის, როგორც დილით შეხვედრის დანიშვნა. ყველა შენი შეხვედრა გადაიტანე შუადღისთვის.
არ შეამომწმო შენი იმეილი ან სოციალური მედია შუადღის სამ საათამდე. თუ შენ არ დაიცავ შენს დილას, მილიონი სხვა უმნიშვნელო საკითხი წაგართმევს შენს ძვიფასს დროს. თუ გინდა ადამიანებმა დაგაფასონ, ისწავლე შენი თავის დაფასება.
დაიცვა შენი დილა ნიშნავს, რომ გარკვეული საათებისთვის გახდე მიუწვდომელი.
გონებისა და სხეულის კავშირი
ძალიან მნიშვნელოვანია აქტივობები სამსახურის გარეთ. ნეუროლოგიის ონლაინ შედეგებზე 2016 წლის კვლევამ აჩვენა რომ ყოველდღიური ვარჯიში და ფიზიკური აქტივობა ანელებს დაბერებას 10 წლით. ძალიან ბევრი განსხვავებული კვლევის თანახმადაც, ადამიანი, რომელიც ვარჯიშობს და ფიზიკურად აქტიურია გაცილებით უფრო პროდუქტიულია სამსახურში. თუ შენი სხეული არის ჯანმრთელი, შენი გონებაც ჯანმრთელია და მუშაობს უფრო ეფექტურად და პროდუქტიულად.
თუ გსურს რომ პროდუქტიული იყო, უნდა გამოიყენო ჰოლისტიკური მიდგომა შენი ცხოვრებისადმი. შენ ხარ სისტემა. როდესაც შეცვლი შენი ცხოვრების ნებისმიერ სისტემას, შენ მთლიანად ცვლი შენ სისტემას. გააუმჯობესე შენი ცხოვრების ერთი ნაწილი, ყველა სხვა გაუმჯობესდება ერთდროულად – ერთიან ციკლში. მაგალითად, საკვები რასაც იღებ ან როდის ჭამ განსაზღვრავს შენს შესაძლებლობას ორიენტირდე სამსახურზე. ასევე მნიშვნელოვანია ყურადღება მიაქციო შენი ძილის ხარისხს. ისწავლე თუ როგორ გადაანაწილო შენი ენერგია ეფექტურად. შენი სამუშაო გრაფიკი დამოკიდებული უნდა იყოს შენს შესაძლებლობებზე, თუ როდის ხარ უფრო პროდუქტიული და არა საზოგადოებაში გავრცელებულ ნორმებსა და მოლოდინებზე.
არ დაგავიწყდეს საკუთარი თავის ფსიქოლოგიურად განყენება და თამაში
უამრავი კვლევა ადასტურებს, რომ ენერგიის აღდგენა სავალდებულოა, რათა შეინარჩუნო ჯანმრთელობა, იყო ენერგიული. „აღდგენა“ არის პროცესი, რაც გულისხმობს ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური სტრესის შემცირებას.
ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი და ყურადსაღები სტრატეგია არის „ფსიქოლოგიური განყენება“, რაც გულისხმობს მთლიანად შეიზღუდოს ფიქრი სამსახურზე და მასთან დაკავშირებულ ნებისმიერ აქტივობაზე არა სამუშაო დროს. ძალიან ცოტა ადამიანი იყენებს ამ პრინციპს, უმეტესობა ყოველთვის ამოწმებს იმეილებს, ყოველთის კავშირზე და გამუდმებით ფიქრობს სამსახურზე.
კვლევებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც ფსიქოლოგიურად განაყენებენ თავს სამსახურიდან:
თუ შენ არ განარიდებ თავს შენს სამსახურს, და იქნები მუდმივად ჩაფლული მასში, არ მიაქცევ ყურადღებას შენს პირად ცხოვრებას. ყოველთვის იქნები სტრესში, შეგექმნება ძილის და ჯანმრთელობის პრობლემები, შენი პირადი ურთიერთობები არ იქნება მყარი და საბოლოოს არ იქნები ბედნიერი.
ძალიან ბევრი მეცნიერის აზრით, თამაში არის მნიშვნელოვანი ხერხი კრეატიულობისა და პროდუქტიულობის განვითარებისვის. შენს სხეულს განტვირთვისთვის ესაჭიროება მარხვა, ასევე შენს ტვინს ესაჭირეობა განტვირთვა შენი სამსახურიდან. ძალიან ბევრი წარმატებული ადამიანი იყენებს თამაშს კრეატიულობის განვითარებისათვის.
ბრაუნმა თავის TED საუბარში თქვა, რომ თამაში იწვევს ტვინის პლასტიურობას, მარტივად ადაპტირებასა და კრეატიულობას. ისე არაფერი აღაგზნებს ტვინს როგორც თამაში.
თამაშის კოგნიტური/შემეცნებითი და სოციალური სარგებელი მოიცავს:
კოგნიტიური/შემეცნებითი:
სოციალური:
მოუსმინე ტვინის მუსიკას (Brain Music) ან სიმღერებს
ფსიქოლოგი ელიზაბეთ მარგულის თავის წიგნში „მუსიკა როგორ ათამაშებს ტვინს“ აღნიშნავს, თუ რატომ არის მუსიკის მოსმენა მნიშვნელოვანი კონცენტრირებისვთის. მუსიკის მოსმენა იწვევს ტვინის განთავისუფლებას უსარგებლო ფიქრებისგან, შენ ეფლობი მხოლოდ მუსიკაში და ბლოკავ სხვა ფიქრებს.
– “მე გამუდმებით ვუსმენ კლასიკურ ან ელექტრონულ მუსიკას. აქ არის ჩამონათვალი იმ სიმღერებისა, რომლებიც ძალიან კარგად მოქმედებენ ჩემზე”