fbpx

[fusion_builder_container hundred_percent=”no” hundred_percent_height=”no” hundred_percent_height_scroll=”no” hundred_percent_height_center_content=”yes” equal_height_columns=”no” menu_anchor=”” hide_on_mobile=”small-visibility,medium-visibility,large-visibility” status=”published” publish_date=”” class=”” id=”” background_color=”” background_image=”” background_position=”center center” background_repeat=”no-repeat” fade=”no” background_parallax=”none” enable_mobile=”no” parallax_speed=”0.3″ video_mp4=”” video_webm=”” video_ogv=”” video_url=”” video_aspect_ratio=”16:9″ video_loop=”yes” video_mute=”yes” video_preview_image=”” border_color=”” border_style=”solid” margin_top=”” margin_bottom=”” padding_top=”” padding_right=”” padding_bottom=”” padding_left=”” type=”legacy”][fusion_builder_row][fusion_builder_column type=”2_3″ layout=”2_3″ spacing=”” center_content=”no” link=”” target=”_self” min_height=”” hide_on_mobile=”small-visibility,medium-visibility,large-visibility” class=”” id=”” background_color=”” background_image=”” background_image_id=”” background_position=”left top” background_repeat=”no-repeat” hover_type=”none” border_color=”” border_style=”solid” border_position=”all” padding_top=”” padding_right=”” padding_bottom=”” padding_left=”” margin_top=”” margin_bottom=”” animation_type=”” animation_direction=”left” animation_speed=”0.3″ animation_offset=”” last=”true” border_sizes_top=”0″ border_sizes_bottom=”0″ border_sizes_left=”0″ border_sizes_right=”0″ type=”2_3″ first=”true”][fusion_text columns=”1″ column_min_width=”” column_spacing=”” rule_style=”default” rule_size=”” rule_color=”” content_alignment_medium=”” content_alignment_small=”” content_alignment=”” hide_on_mobile=”small-visibility,medium-visibility,large-visibility” sticky_display=”normal,sticky” class=”” id=”” font_size=”” fusion_font_family_text_font=”” fusion_font_variant_text_font=”” line_height=”” letter_spacing=”” text_color=”” animation_type=”” animation_direction=”left” animation_speed=”0.3″ animation_offset=””]

   სახლიდან მუშაობას, მოქნილობასთან ერთად გარკვეული სირთულეებიც ახასიათებს, რომელთაგან ერთ-ერთი სამუშაოს დროულად შესრულებაა. ხელმძღვანელისა და თანამშრობლების გარეშე შესაძლოა დაქვეითდეს თქვენი მოტივაციის დონე, რომლის დაბრუნებაც საკუთარი ძალებით რთულია. ქვემოთ მოცემული რამდენიმე ხრიკი დაგეხმარება მოტივაციის შენარჩუნებაში მაშინ, როცა ვერ ახერხებ საქმეზე კონცენტრაციას და ერთადერთი რაც გინდა აკეთო – ტელეფონის თვალიერებაა.

1. შექმენი სამუშაოსთვის ხელსაყრელი გარემო

 მიუხედავად იმისა, რომ სამუშაოს ტექნიკურად შესასრულებლად შიძლება მხოლოდ ლეპტოპი და დამტენი გესაჭიროება, სპეციალური სამუშაო სივრცის შექმენა სასარგებლო ნივთებით,  დაგეხმარება პროდუქტიულობის გაზრდაში. არ აქვს მნიშვნელობა სახლის კაბინეტიდან მუშობ, თუ სამზარეულოს მაგიდას უზიხარ, დაფიქრდი, რა შეიძლება გააკეთო იმისთვის,რომ სამუშო გარემო უფრო ეფექტური გახადო. შეიძლება ორგანაიზერი გჭირდება, ან ფერადი ნოუთები, რომ დაგეხმაროს აზრების დალაგებაში. იქნებ დამატებითი მონიტორი გაქვს, რომლის გამოყენებაც შეგიძლია, ან ოპტიკური სათვალე გჭირდება, რომ  თავიდან აირიდო ის შედეგები რასაც მთელი დღე ეკრანის ცქერა იწვევს.

სამუშაო სივრცის მოსაწყობად ეფექტური და სახალისო ხრიკების ძიება მნიშვნელოვნად ამაღლებს მოტივაციის დონეს.

2. შეადგინე განრიგი

 შენს ტვინს უყვარს ჩვევების გამომუშავება, მიუხედავად იმისა, გსურს ეს, თუ არა. როცა  სამსახურში ერთსა და იმავე დროს მიდიხარ, ტვინი იწყებს ჩვევის გამომუშვებას და ავტომატურად გადაერთვება სამუშო რეჟიმზე იმ საათების განმავლობაში, რაც ოფისში უნდა დაჰყო. როცა სახლში ხარ და მოქნილი გრაფიკი გაქვს, ტვინს უჭირს  იმის გაგება, თუ რა დროს გადავიდეს სამუშაო რეჟიმზე. დაეხმარე შენს ტვინს ახალი ჩვევის შემუშავებაში, დღის განრიგის შდგენით. თუმცა, ამის კეთების დროსაც მნიშვნელოვანია იყო რეალისტი, რადგან თუ დაგეგმავ ყოველდღიურად 09:00-დან 17:00-მდე მუშაობას, მხოლოდ ერთხელ შესვენებით, წარმოუდგენელი იქნება შეფერხების გარეშე მუშაობა. ამის ნაცვლად, განსაზღვრე დაწყების დრო, დასრულების დრო და შესვენების გრაფიკი, რომელიც აგრეთვე მოერგება დღის სხვა ვალდებულებებს. მაგალითად, დაწყებისთვის კონკრეტული დროის დასახელების ნაცვლად, შეგიძლია თქვა, რომ მუშაობას შეუდგები მას შემდეგ, რაც ბავშვებს დატოვებ სკოლაში. უბრალოდ დარწმუნდი, რომ მუშაობისა და შესვენებისთვის დაგეგმილი დრო სწორად არის შერჩეული და ასევე გრჩება დრო გონების გამოსაკვებად.

3. მიეცი საკუთარ თავს სტიმული

 შეეცადე დაისახო დღის პატარა მიზანი და  მიიღო პრიზი მისი შესრულებისთვის. მაგალითად, შეგიძლია კიდევ ერთი ფინჯანი ყავის მირთმევა როგორც კი შეასრულებ კონკრეტულ დავალებას, ან  საყვარელი სერიალის დამატებითი ეპიზოდის ყურება თუ 17:00-მდე მორჩები სამუშაოს. ასევე, შეგიძლია გამოწვევა მოუწყო საკუთარ თავს, დააყენე ტაიმერი 25 წუთზე და ნახე რა რაოდენობის სამუშაოს ასრულებ ამ დროში. როცა მორჩება, 5 წუთით შეისვენე და კიდე ერთი წრე გაიმეორე. გაოცდები, რამდენის კეთება შეგიძლია მაშინ, როცა ნამდვილად კონცენტრირებული ხარ. თუ შეგიძლია, სცადე ერთი დღე კაფეში ან ბიბლიოთეკაში მუშაობა, გარემოს ცვლილება ხელს უწყობს მოტივაციის დონის ამაღლებას.

4. გამოყავი დრო საკუთარი თავისთვის

 სახლიდან მუშაობისას, მარტივად შესაძლებელია სამუშაო დრომ შენი ცხოვრების სხვა ნაწილშიც შეაღწიოს, ამის დაშვება კი გამოგფიტავს და ყოველგვარ მოტივაციას წაგართმევს. დააწესე სამუშაოს დასრულებისთვის განსაზღვრული დრო და მკაცრად შეასრულე ის – დაიცავი შენი ფსიქიკური ჯანმრთელობა და ურთიერთობები გარშემომყოფებთან. დარწმუნდი, რომ სამუშაოს გარეთ აკეთებ იმას, რაც გსიამოვნებს და ენერგიით გავსებს. საკუთარ თავზე ზრუნვა აგარიდებს “გადაწვას” და შეგინარჩუნებს მოტივაციას.

    ყველასთვის დგება მომენტი, როცა რთულია კონცენტრაციის შენარჩუნება სახლიდან მუშაობის პირობებში, გაითვალისწინე ეს რჩევები თუ გსურს მოტივაციის ამაღლება.

[/fusion_text][/fusion_builder_column][/fusion_builder_row][/fusion_builder_container]

უფასო კონსულტაცია

შეავსე ფორმა

თქვენი ინფორმაცია
შემდეგი